
19-23 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ბესიკ ნარაკიძემ „ერასმუს+“ KA171 პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კოიმბრას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია) გამართულ საერთაშორისო კვირეულში. საერთაშორისო კვირეულის მთავარი თემა იყო ინტერნაციონალიზაცია, უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება/გაცვლა, მშობლიური უნივერსიტეტების პოპულარიზაცია და ახალი პარტნიორების მოძიება.