სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ტრენინგი უცხოელი პარტნიორებისა და ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

სურათი

ბსუ-ში ერასმუს+ VI საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 12 ივნისს, უცხოელი პარტნიორებისა და ბსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი ერთობლივი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, მოქმედი საკანონმდებლო ბაზისა  და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ, - Internationalization of HE: Joint Educational Programs (Double/Multiple Degree).

ტრენინგი ჩაატარა განათლების საერთაშორისო ექსპერტმა, თსუ-ს ასოც. პროფ. ირინე დარჩიამ. შეხვედრამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, დაისვა საინტერესო შეკითხვები, გაიმართა დისკუსია.

აღსანიშნავია, რომ ბსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმისა და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკიდან გამომდინარე, ფაკულტეტები ინტენსიურად მუშაობენ ინგლისურენოვან და ორმაგი დიპლომების საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ტრენინგი ჩატარდა სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა