სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ბსუ-ში „ერაზმუს+“ის ფარგლებში უცხოელმა პროფესორებმა საჯარო ლექციები წაიკითხეს

სურათი

2025 წლის 2-10 ივნისს, „ერაზმუს+ის“ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ,,გოცე დელცევის" უნივერსიტეტის (შტიპი, ჩრდილოეთ მაკედონია) პროფესორები: მარია ამპოვსკა და კრისტინა მიშევა, ასევე,  ბიალისტოკის უნივერსიტეტის (პოლონეთი)  პროფესორი პაულინა კორიცინსკა-რჟადკა 
ა იმყოფებოდნენ.

პროფესორებმა მარია ამპოვსკამ ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექციების ციკლი  კანონისმიერი და სახელშეკრულებო სამართლის აქტუალურ საკითხებზე, ხოლო პროფესორმა კრისტინა მიშევამ ამავე ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  ლექციების ციკლი თემაზე: "სამეწარმეო სამართლისა და კორპორაციული მართვის" შესახებ.   პროფესორმა პაულინა კორიცინსკა-რჟადკამ  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საჯარო ლექციების ციკლი წარუდგინაკონკურენციის სამართლის აქტუალურ საკითხებზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა