
23-27 ივნისს, ბსუ-ში სტუმრად იმყოფებოდნენ რუანის ნორმანდიის (საფრანგეთი) უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელი პირები: იულია ბლუმენტალი, ემანუელ ვაიანი და პედრო პერესი. ფრანგი სტუმრები გაეცნენ სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მუშაობას, სტრატეგიულ მიზნებს, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას; დაათვალიერეს ბსუ-ს ფაკულტეტები, ლაბორატორიები, სასწავლო კაბინეტები, შეხვდნენ სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს;
დაინტერესდნენ საზაფხულო სკოლების პრაქტიკით ბსუ-ში; საერთაშორისო პროექტებით, რომლებიც ხორციელდება უნივერსიტეტში; მესამე მისიის ფარგლებში ჩატარებული აქტივობებით. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო იყო ბსუ-ს გამოცდილების გაზიარება, ის მრავალფეროვანი საქმიანობა, რომელიც ინტერნაციონალიზაციის განვითარებას უწყობს ხელს და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კვლავ გაგრძელდეს თანამშრომლობა ბსუ-სა და რუანის უნივერსიტეტებს შორის, როგორც საერთაშორისო მობილობის, ასევე სხვა პროექტების ფარგლებში.