
მე-12 საერთაშორისო კვირეული, რომელიც 2025 წლის 2-დან 6 ივნისამდე ჰანიაში, ჰელენიკის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) მიერ იყო ორგანიზებული, მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტს ასოცირებულმა პროფესორმა ზაზა დავითაძემ და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნანა ყურშუბაძემ.
მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება ევროპული პროექტის „ერაზმუს+“ EVE IMPACT – ხმელთაშუა ზღვისპირეთის მშვიდობისა და თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. კვირეულმა ხმელთაშუა ზღვისა და მის ფარგლებს გარეთ გააერთიანა 340 პროფესორ-მასწავლებელი, უნივერსიტეტების წარმომადგენელი და სტუდენტი 33 ქვეყნიდან და 4 კონტინენტიდან, რაც მულტიკულტურული თანამშრომლობის ატმოსფეროს ქმნიდა.
კვირის განმავლობაში ჩატარდა სემინარები ისეთ თანამედროვე და აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ლიდერობა, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური მობილობა და სწავლების ინტერნაციონალიზაცია. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ ლექციებს, მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ სესიებში და გაეზიარებინათ თავისი გამოცდილება და მოსაზრებები.
მე-12 საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაისახა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ახალი ურთიერთობების განვითარება და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა.