
2025 წლის 2-6 ივნისს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში რუანის ნორმანდიის უნივერსიტეტის, საფრანგეთი მეცნიერებისა და ენების კომუნიკაციის პროფესორი სალიჰ აქინი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი სალიჰ აქინი შეხვდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებს, სტუდენტებს, გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო პროცესს და ჩაატარა ლექციები „დისკურსის ანალიზის“ შესახებ.
ვიზიტის დროს ასევე, პროფესორი სალიჰ აქინი შეხვდა ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებს, გაეცნო დეპარტამენტის მუშაობის პრინციპებს.