სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ასოცირებული პროფესორი ჟუჟუნა გუმბარიძე „ერაზმუს+”-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში სიენას უნივერსიტეტში იმყოფებოდა

სურათი

2025 წლის 23-27 ივნისს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ჟუჟუნა გუმბარიძე ,,ერაზმუს+“-ის აკადემიური მობილობის ფარგლებში იმყოფებოდა სიენას უნივერსიტეტში, იტალია. ვიზიტის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებში და გაცნობით შეხვედრებში. გაიმართა სამუშაო შეხევდრები სიენას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებთან, სადაც განიხილეს მიმდინარე საერთაშორისო პროექტები ,,ერაზმუს+“-ის ფარგლებში.

პროგრამის მონაწილეებს გააცნეს უცხოელი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში მოქმედი სერვისები,  სიენას უნივერსიტეტის საერთაშორისო სტრატეგია და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის მოქმედი ინგლისურენოვანი და ფრანგულენოვანი ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

კვირეულში მონაწილეობას ღებულობდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ესპანეთიდან, ვიეტნამიდან და პოლონეთიდან. კვირეულში ჩართულმა მონაწილეებმა მოინახულეს ენების ცენტრი და სანტა კიარას ლაბორატორია, სადაც გაეცნენ ჰიდროპონურ, აეროპონურ და მიკროკოსმოსურ ლაბორატორიებს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას და ფაბ ლაბორატორიას. დაიგეგმა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ვიზიტმა ხელი შეუწყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას და მომავალი ერთობლივი პროექტების ინიცირებისთვის მყარი საფუძველი შექმნა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა