
2025 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, „ერაზმუს+“-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრნოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ჩეხეთი და რუსეს ანგელ კანჩევის უნივერსიტეტის, ბულგარეთის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში აკადემიური პირები შეხვდნენ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებს და სტუდენტებს, გაეცნენ ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესს.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ ბსუ-ს სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომლებს, გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის პრინციპებსა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე.