სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

გერმანიის ბუნდესტაგი გიწვევთ ბერლინის დამოუკიდებელ უნივერსიტეტთან, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტთან და ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ინტერნაციონალური საპარლამენტო სტიპენდიის მისაღებად.

პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ფასეულობებისათვის იღვაწონ.

 გასული წლების მსგავსად 2017 წლისთვისაც საქართველოსათვის გათვალისწინებულია დაახლოებით ხუთი სტიპენდია.

პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეს  საცხოვრებელი ადგილითა და სტიპენდიით (500 ევრო თვეში), ასევე ანაზღაურებს მგზავრობისა და დაზღვევის ხარჯებს. პროგრამის ხანგრძლივობა 5 თვე.

წინაპირობები:

  1. საქართველოს მოქალაქეობა
  2. უმაღლესის სასწავლებლის დიპლომი (მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი)
  3. გერმანული ენის ძალიან კარგი ცოდნა
  4. გერმანიის პოლიტიკის, საზოგადოების და ისტორიის ცოდნა
  5. სასტიპენდიო პროგრამის დასაწყისში 30 წლამდე ასაკი

საგანაცხადო საბუთები მიიღება 2016 წლის 30 ივნისამდე ელექტრონულად მისამართზე ips@tifl.diplo.de. დანართის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 18 მეგაბაიტს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზე.

აპლიკაციის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა