სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ვიზიტი სილეზიის უნივერსიტეტში

სურათი

9-16 აპრილს, ბსუ-ს ფიზიკა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო სვანიძე Erasmus + Credit mobility -ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა.  ვიზიტი  ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან შეხვედრებს, საჯარო ლექციებსა და  ვორქშოფებში მონაწილეობას  ითვალისწინებდა.

პროგრამის ფარგლებში ნინო სვანიძემ გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა სადაზღვევო მათემატიკაში გამოყენებული ძირითადი ფინანსური მეთოდების და სადაზღვევო მოდელების შესახებ. აგრეთვე, გაეცნო სხვადასხვა ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო კვლევით სფეროებს, უნივერსიტეტის ინოვაციურ ლაბორატორიებს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დაიგეგმა.

Erasmus + Credit mobility -ის გაცვლით პროგრამაში  საქართველოსთან  ერთად სომხეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ბელორუსიის, უკრაინის, ბოსნია-ჰერცოგინიის, გვატემალას, სალვადორის, ფინეთისა და სერბეთის  პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა