სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

ერევანის მესამე საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი

მიმდინარე წლის 2-6 დეკემბერს ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საბჭოს ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი „სტუდენტური ორგანიზაციების  როლი და მნიშვნელობა უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში“ ერევანში, სომხეთი.

ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც სწავლობს უნივერსიტეტში ან მუშაობს ახალგაზრდულ სფეროში (სტუდენტური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და არაფორმალური ჯგუფები).

მგზავრობის ხარჯებს ფარავს თვითონ მონაწილე, ხოლო საცხოვრებლის და კვების  ხარჯებს უზრუნველყოფს ფორუმის  ორგანიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გააგზავნეთ აპლიკაციის ფორმა (დანართი 1)  შემდეგ მისამართზე: forum2016@ysu.am

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი და ეწვიეთ ვებგვერდს

აპლიკაციის გაგზავნის ვადა : 15.11.2016

  დანართი 1
  დანართი 2

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა