![გადიდება სურათი](//bsu.ge/text_images/ge_pic_7306_1_s.jpg)
ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღე ყაზგუს უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნეს. ახალგაზრდებმა ბსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მშობლიური ქვეყნის კულტურა, ისტორია, თანამედროვეობა წარუდგინეს და ნაციონალური კერძები დააგემოვნებინეს. ყაზახი სტუდენტები უნივერსიტეტში ყაზგუს უნივერსიტეტსა და ბსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ერთსემესტრიან სასწავლო კურსს გადიან. ყაზახეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას ხელი 2015 წელს მოეწერა.