სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

კონფერენცია ინდონეზიაში

არასამთავრობო ორგანიზაცია, IEOM International Society გიწვევთ რიგით  მერვე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია გაიმართება 2018 წლის 6-8 მარტს, თემაზე  „ინდუსტრიული ინჟინერია და ოპერაციის მენეჯმენტი.“  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განსახილველ საკითხებზე სრული ინფორმაციის მიღება შემდეგ ვებ-გვერდზე.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მონაწილემ მოამზადოს ნაშრომი ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.

აღნიშნული კონფერენცია გამოირჩევა მონაწილეთა ნაციონალური მრავალფეროვნებით. ბოლო რვა წლის განმავლობაში პროექტში ჩაერთო ასი ქვეყნის წარმომადგენელი.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შემდეგი საკონტაქტო პირის მეშვეობით, მისამართზე:  info@ieomsociety.org


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა