
ტურიზმის ფაკულტეტის „სარესტორნო საქმისწარმოების“ III საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს სერვირებასა და მომსახურებაში პრაქტიკული მეცადინეობა ჩაუტარდათ. პრაქტიკული მეცადინეობა ითვალისწინებს ექვსთვიანი სწავლების დროს მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავებას და შესაბამისი უნარ-ჩვევების სრულყოფას. პრაქტიკული სწავლება ტურიზმის ფაკულტეტის რესტორნის სადემონსტრაციო ოთახში ჩატარდა და მას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი დოლიძე ხელმძღვანელობდა.
უკან |