
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეფუტკრის (III საფეხური) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ბსუ-ს ბაზაზე არსებულ საფუტკრე მეურნეობაში სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას გადიან. ახალგაზრდებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჩამოუყალიბდებათ პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და ფუტკრის მოვლის წესებთან ერთად, შეისწავლიან მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებას. პირველი არხის სატელევიზო გადაცემა „ფერმა“ დაინტერესდა ბსუ-ს მეფუტკრის პროფესიული პროგრამითა და ლექტორის მანანა ბოლქვაძის სასწავლო პროცესით. გადაცემა „ფერმა“ სექტემბერში სატელევიზიო სეზონს ბსუ-ს რეპორტაჟით გახსნის.
უკან |