
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,მეფუტკრის“ სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის სავაჭრო სამრეწველო პალატაში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „სამრეწველო საფუტკრე მეურნეობების მოწყობა“. ასოციაციის „დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“ თავმჯდომარემ ედუარდ მელიამ მსმენელებს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, როგორიცაა: ფუტკრის მოვლა-პატრონობა და სეზონური სამუშაოები საფუტკრეებში, ფუტკრის დაავადებების პრევენცია და მკურნალობის მეთოდები, ფუტკრის დედების ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა და „პენეტის“ მეთოდით მისი წარმოება, ფუტკრის რძის წარმოება და მისი შენახვის პირობები. ტრენინგი ბსუ-ს ორგანიზებითა და DCFTA-ს (საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ) მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |