
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით სტუდენტთა და მოსწავლეთა მეშვიდე სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. წელს პირველად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესიული განათლების სტუდენტებმა. პროფესიული განათლების თემატიკას კონფერენციის ცალკე სექცია დაეთმო. სტუდენტებმა მოხსენებები წარმოადგინეს მედიცინის, ფარმაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებებით.
უკან |