პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ცენტრის ხარისხის მართვის მენეჯერმა მამუკა გოგელიამ, ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა გულადი ფარტენაძემ და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა სტუდენტებს მიულოცეს პროგრამებზე ჩარიცხვა, გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია, საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია. 2019 წლის შემოდგომაზე ბსუ-ს არქიტექტორ-ტექნიკოსის, ბიბლიოთეკარის, ვებინტერფეისის დიზაინერის, ვებინტერფეისის დეველოპერისა და მეფუტკრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 80-მდე სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 5 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა