
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის თანამედროვე სისტემების დანერგვა საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების - „მებაღეობა“ და „სატყეო საქმე“ განხორციელებისათვის სასოფლო-სამეურნეო და კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა. გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში პროფესიული სწავლების განვითარებაში და ხელშეწყობის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან.
უკან |