პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრში ჯარას თაფლის წარმოების სწავლება დაიწყება

სურათი

პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრს ჯარას თაფლის აღჭურვილობა,  ჯარას სკები და ფუტკრის ოჯახები გადაეცა. ჯარას თაფლის წარმოების სწავლება, „მეფუტკრეობის“ მოქმედ პროგრამაში ინტეგრირებულად, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება.  საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების და მათ შორის ბსუ-ს წარმომადგენლებმა 2021 წლის მაისში ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნაში მეფუტკრე-მასწავლებლებისთვის გამართულ ტრენერთა ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ჯარას მეფუტკრეობის წარმოებასა და სტანდარტებს, ბიო სერტიფიცირების პროცესსა და მოთხოვნებს გაეცნენ, ადგილზე ეწვივნენ ჯარას საფუტკრეს, დაესწრნენ საწარმოო დონეზე თაფლის დახარისხებისა და შეფუთვის პროცესს.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში „მეფუტკრეობის“ პროგრამაში ჯარას მეფუტკრეობის სწავლების ინტეგრირებას მხარს უჭერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და დარგობრივი უნარების ორგანიზაცია „აგრო დუო“.

ჯარა, ტრადიციული ველური მეფუტკრეობა, რომელიც უნიკალურ და სუფთა თაფლს აწარმოებს, იშვიათია და საქართველოს სუბტროპიკული და ალპური ზონის რამდენიმე სოფელში, ძირითადად მაღალმთიან აჭარაშია შემორჩენილი. „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია“ ჯარას მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად 2018 წელს დაფუძნდა. პირველად საქართველოში, აჭარაში ოცდასამი ჯარას მეფუტკრე გახდა ბიო სერტიფიცირებული. მეტი ინფორმაცია ჯარას შესახებ იხილეთ ბმულზე: www.jarahoney.com

საქართველოში ჯარას მეფუტკრეობის აღდგენას და გაძლიერებას მხარს უჭერს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის თანამშრომლობის სააგენტოს (ADA) მიერ დაფინანსებული მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა