პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-მ „USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის“ მესამე ეტაპის საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

სურათი

 „USAID-ის საბაზისო განათლების  პროგრამის“ ფარგლებში მესამე ეტაპის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელმოწერა ონლაინ ფორმატში გაიმართა და მასში პროგრამის კოორდინატორებთან ერთად საქართველოს 8 უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ბსუ-დან ხელმოწერის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, პროგრამის მენეჯერმა და ფინანსურმა ასისტენტმა.

მესამე საგრანტო წლის განმავლობაში ბსუ თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავს აჭარისა და გურიის რეგიონების 326 საჯარო სკოლასთან, ონლაინ ტრენინგებისა და ქოუჩინგების ჩატარებას, ბსუ-ს ბიზნეს-პარტნიორების მხარდაჭერით მომავლის თაობის ბანაკების ამოქმედებას, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას და ა. შ.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის  შეერთებული  შტატების საერთაშორისო  განვითარების  სააგენტოს  (USAID) მიერ  და  ხორციელდება RTI  International-ის მიერ პარტნიორ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან ერთად. პროგრამის  მიზანია, მოსწავლეზე  ორიენტირებული სწავლების  ხელშეწყობა  მომავალ  და უკვე მომუშავე  მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების  გრძელვადიანი  სისტემური  რეფორმის  გზით  და  კვლევისა  და მონაცემების  გამოყენება  პოლიტიკისა და  საგაკვეთილო  პრაქტიკის  ინფორმაციით მოსამარაგებლად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა