პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“

სურათი

ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში 2020 წელს დაფინანსებული პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა  სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“  ფარგლებში ბსუ-დან პროექტში ჩართულმა პერსონალმა სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა გაანალიზეს პროექტის მიმდინარეობა და   დასახეს სამომავლო გეგმები.  პროექტი ხელს შეუწყობს სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას ციფრული ინოვაციების დანერგვის კუთხით.  მენტორინგის მოდელი გულისხმობს სკოლების უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას შეფასების უახლესი მიდგომებისა და სწავლის ანალიტიკური სტრატეგიების გამოყენებით.

პროექტის iHubs4Schools (პროექტის ნომერი - DT-TRANSFORMATIONS-21-2020) მიზანია,  დაეხმაროს და ხელი შუწყოს პროექტში ჩართული 5 ევროპული ქვეყნის 75 სკოლასა და 600 მასწავლებელს, როგორც  სკოლებში, ასევე სკოლებს შორის მენტორინგის სქემის დანერგვასა და გავრცელებაში რეგიონული ინოვაციური ჰაბების  საშუალებით. 

პროექტის („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“) მდგრადობას უზრუნველყოფს სასკოლო თემის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და  პროფესიული ასოციაციების აქტიური ჩართულობა. პროექტის ფარგლებში გადამზადებული პედაგოგები შეძლებენ მენტორინგის სქემის ფარგლებში მიღებული ცოდნის საკუთარ სკოლებში დანერგვას და გამოცდილების სხვა კოლეგებისთვის  გაზიარებას.

ბსუ, როგორც iHubs4Schools პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან ერთად, 2021-2023 წლებში განახორციელებს პროექტს და საჯარო სკოლებს შესთავაზებს  ციფრული ინოვაციების დანერგვის მექანიზმებს რეგიონული ინოვაციური ჰაბების შექმნით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა