
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას პროფესიული მომზადების პროგრამაზე: ,,ტყის ძირითადი მერქნიანი და არამერქნული რესურსებით სარგებლობა“. პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 1 დეკემბერიდან და დასრულდება 7 დეკემბერს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: http://vet.emis.ge ან/და ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დისტანციური მხარდაჭერით (ცხელი ხაზი: 577491939).
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ელფოსტა: vocational@bsu.edu.ge
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე: მე- 3
სწავლების ხანგრძლივობა: 2 თვე
მომზადების პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
- ასაკი (18 წელი), სრული ზოგადი განათლება, გასაუბრება;
- დასაქმების სფერო: მეტყევეობა
დასაქმების შესაძლებლობები: სატყეო სააგენტოები, ტყის დაცვის, აღდგენისა და ექსპლუატაციის სამსახურები, დაცული ტერიტორიების სააგენტოები, ბოტანიკურ ბაღები, გამწვანების სამსახურები, ტყეპარკები და დენდროლოგიური პარკები.

უკან |