პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიულ სტუდენტებს ბსუ-ს კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი შეხვდა

სურათი

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წელს ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს ბსუ-ს კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი ლაშა მიქელაძე შეხვდა. ღონისძიებაზე ახალგაზრდები  სიახლეებს, სამომავლო გეგმებსა და იმ სერვისები გაეცნენ, რასაც ბსუ სტუდენტებს ინტელექტუალური, კულტურული, სპორტული და შემოქმედებითი ინტერესების ხელშეწყობის მიზნით სთავაზობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და ლაშა მიქელაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების - „სატყეო საქმე“ „მებაღეობა“, „მეფუტკრეობა“, „საფინანსო სერვისები“, „ბუღალტრული აღრიცხვა“, „ინფორმაციის ტქენოლოგიის მხარდაჭერა“ - სტუდენტებთან ერთად, პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ღონისძიება ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა