ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციას (CELA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს ბსუ-ს საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების სამოქალაქო განათლების სწავლების ხელშეწყობას და სტუდენტების ჩართულობას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ასევე განხორციელდება სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის დანერგვის, მონიტორინგისა და შეფასების, სამოქალაქო განათლების ლექტორთა პროფესიული განვითარებისა და სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობების მიმართულებით.
შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციამ (CELA) მემორანდუმი გააფორმა ასევე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან და ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან.
უკან |