
„ERASMUS+“-ის პროექტის ,,სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Love Distance) ფარგლებში ბსუ-ს სტუდენტებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში“. ტრენინგის ძირითად მიზანს სტუდენტთა IT კომპეტენციების ამაღლება, სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი ციფრული რესურსების შექმნა-გამოყენების ხელშეწყობა და სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის/აპლიკაციის გაცნობა იყო. ტრენინგი მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და მასში ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები მონაწილეობდნენ.
უკან |