
ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენერებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი თემაზე „ტრენინგის დაგეგმვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“. ტრენინგი „ERASMUS+“-ის პროექტის ,,სწავლების ოპტიმიზაცია და აკადემიური ინკლუზია დისტანციური სწავლებისა და სწავლის გამოყენებით" (Love Distance) ფარგლებში ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგზე Barcelona-2020 მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა. ტრენინგის მიზანს მსმენელთა IT კომპეტენციების ამაღლება, სასწავლო პროცესში/ტრენინგის დაგეგმვის დროს მრავალფეროვანი ციფრული რესურსების შექმნა-გამოყენების ხელშეწყობა და სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის/აპლიკაციის გაცნობა წარმოადგენდა.
ტრენერთა ტრენინგი პროექტში ბსუ-დან ჩართული პერსონალის მიერ, მსმენელთა საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით დაიგეგმა და მასში „ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის“ განმახორციელებელი 16 პერსონალი და 4 ტრენერი მონაწილეობდა. მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით, პროექტის Love Distance ფარგლებში ტრენინგების ჩატარება სამომავლოდაც გაგრძელდება.
უკან |