პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-მ პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა ფესტივალის საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლებს უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები წარუდგინეს. მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზევე გაცნობოდნენ პროფესიული პროგრამების სწავლების პრაქტიკულ მხარეს. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციასა და გამოცდილების გაზიარებას. ფესტივალი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის პროფესიული მომზადების ცენტრმა ევროკავშირის მხარდაჭერით ჩაატარა.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა