
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „შშმ პირთა უფლებები ეროვნულ კანომდებლობაში". ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპეციალისტმა, პედაგოგმა თამაზ მჟავანაძემ მსმენელებს სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხები გააცნო. ღონისძიება ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |