
7-8 ოქტომბერს პროფესიული უნარების სააგენტოსა და IFES-ის (საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი) თანამშრომლობით, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „სამოქალაქო განათლების თანამედროვე სწავლების მეთოდები“. ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების გაძლიერება ინტერაქციული სწავლების მეთოდების გამოყენებით. ტრენინგს ბსუ-ს პროფესიული მასწავლებლები: თორნიკე ზაქარაძე და ირაკლი მიქელაძე ესწრებოდნენ. ტრენინგის შემდგომ მონაწილეები ონლაინ ფორმატში განაგრძობენ შეძენილი ცოდნის რეპლიკაციას სამოქალაქო განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელის სხვა წევრებთან.
უკან |