
ბსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო. სტუდენტებს სწავლის დაწყება ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, პროფესიული პროგრამების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ მიულოცეს და ის სიახლეები და შესაძლებლობები გააცნეს, რომელთაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს. საზეიმო გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ დამსაქმებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
ბსუ-ს პროფესიული პროგრამები დიდი მოთხოვნით სარგებლობს. 2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის პროფესიული პროგრამები პირველკურსელებით სრულად დაკომპლექტდა, გამოცდებით ბსუ-ში 144 სტუდენტი ჩაირიცხა. პროფესიული პროგრამების შევსების მაჩვენებელი გასული წლებისაგან განსხვავებით რეკორდულად გაიზარდა და 144 ვაკანტურ ადგილზე 500-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
2023 წლის შემოდგომის სემესტრისთვის მიღება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე გამოცხადდა: საექთნო განათლება, აღმზრდელი, საფინანსო სერვისები, ბუღალტრული აღრიცხვა, სატყეო საქმე, მებაღეობა, საბიბლიოთეკო საქმე.
უკან |