
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო „შერატონში“ გამართულ ღონისძიებაში „პროფესიები ბიზნესისათვის“. ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, სწავლების პირობები, სერვისები და სტუდენტური ცხოვრება გააცნეს.
უკან |