
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრს ბათუმის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ცენტრის პერსონალმა მოსწავლეებს ბსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები და უპირატესობები გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
უკან |