
გამოცხადდა მიღება ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების მოკლევადიან ტრენინგ-მოდულის „აღმზრდელ-პედაგოგთა პორეფსიული განვითარება“ ორ ჯგუფში:
- ონლაინ სწავლების ფორმატი - მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 20 მსმენელი, სწავლის საფასუი 350 ლარი ერთი მსმენელისათვის. სწავლის დაწყება - 2024 წლის 10 თებერვალი;
- პირისპირ სწავლების ფორმატი - მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 25 მსმენელი, სწავლის საფასუი 300 ლარი ერთი მსმენელისათვის. სწავლის დაწყება - 2024 წლის 10 თებერვალი.
ტრენინგ-მოდულზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 1 თებერვლიდან 7 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე.
ტრენინგ-მოდულის კურსის გავლის მსურველებმა უნდა ჩამოტვირთონ განცხადება და შევსებული ვერსია გააგზავნონ შემდეგ ელმისამართზე: info@bsu.edu.ge
განცხადბის შევსება შესაძლებელია აგრეთვე ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაშიც მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. N35, ბსუ-ს N1 კორპუსი, 1-ელი სართული, ოთახი N1. განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლები.
სწავლის საფასურის გადახდა იწარმოებს შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; ბანკის კოდი - TRESGE 22; მიღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 7 0901 7289 (ტრენინგის სწავლის საფასური).
ინფორმაციას ტრენინგ-მოდულის შესახებ გაეცანით შემდეგ ელმისამართზე: https://bsu.edu.ge/sub-54/page/16832/index.html
დამატებით ინფორმაციას ტრენინგ-მოდულზ მიღების შესახებ გაეცანით დანართში.


უკან |