
გამოცხადდა მიღება ბსუ-ს პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ,,მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“. პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 20 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), რისთვისაც დაინტერესებულმა პირებმა სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს აჭარის ა.რ. რეგიონურ წარმომადგენლობაში (მისამართი - ქ. ბათუმი, ძმები ნობელების ქ. N27) უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) ფოტოსურათი (3X4);
გ) პროფესიული გადამზადების პროგრამით - ,,მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“ განსაზღვრული წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ბსუ-ს გერბიანი ბეჭდით დამოწმებული);
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);
დაშვების წინაპირობები:
- განათლება: სრული ზოგადი;
- ასაკი: არანაკლებ 18 წელი.
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გამოცდა (ტესტირება) და გასაუბრება;
აპლიკანტი/პროგრამის გავლის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი; მემცენარეობის დარგში დასაქმებული ფერმერი და/ან აგრონომი და/ან აგრომეწარმე და/ან აგრობიზნესის წარმომადგენელი და/ან აგრარული მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით: 577-49-19-39

უკან |