
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ, ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებლებმა მამუკა თურმანიძემ, ნათია ტაკიძემ, კურსდამთავრებულებმა ნინო ცინცაძემ და დარიკო ფარტენაძემ. გამოშვების საზეიმო ცერემონიაზე ყველა კურსდამთავრებულს, პარტნიორი დაწესებულებებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სიგელები გადაეცა.
კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილების ცერემონია ქუდების ასროლითა და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.
უკან |