
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულების პედაგოგები გერმანიას ესტუმრნენ. მათ შორის იყო ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებელი ჯიმშერ დიასამიძე. პროფესიული განათლების მასწავლებლები საერთაშორისო ვიზიტით იმყოფებოდნენ ვაინშტეფანის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, ტრისდორტფში. ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალი პროფესიული განათლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შეხვდნენ პროფესიული კოლეჯის დირექტორსა და მასწავლებლებს, დაესწრნენ სასწავლო პროცესს და გამართეს დისკუსიები გერმანელ კოლეგებთან.
უკან |