ბსუ-ში წარმატებით ხორციელდება არაფორმალური საგანმანათლებლო კურსი “უწყვეტი პერსონალური და პროფესიული განვითარების სტრატეგიები”.
აღნიშნული კურსის განხორციელების უფლება ბსუ-მ პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავების საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა.
პირველი ნაკადისთვის სესიები 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განხორციელდა. კურსი მოიცავს 4 ძირითად მოდულს და კომპლექსურ სასწავლო მიზნებს. კურსის ფარგლებში მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შედეგები სამი ძირითადი მიმართულებით:
1. პიროვნული განვითარების კომპეტენციები:
· მონაწილეებმა შეისწავლეს ემოციური ინტელექტის კომპონენტები და მათი გავლენა გადაწყვეტილებების მიღებაზე;
· განავითარეს თვითცნობიერების უნარები SWOT ანალიზის მეშვეობით;
· გაიღრმავეს ცოდნა თავდაჯერებულობისა და თვითშეფასების მიმართულებით
2. პროფესიული კომუნიკაციის უნარები:
· დაეუფლნენ ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკებს;
· შეისწავლეს თავდაჯერებული კომუნიკაციის სტრატეგიები;
· გაიუმჯობესეს გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით
3. თვითრეგულირებადი სწავლის კომპეტენციები:
· გაეცნენ S.M.A.R.T. მეთოდს მიზნების ეფექტურად დასახვისთვის
· შეისწავლეს დროის მართვის ტექნიკები
· შეიძინეს პროფესიული განვითარების გეგმის შედგენის პრაქტიკული უნარები.
კურსის ძირითად სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან აჭარის რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები, მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლები. 2025 წლის პირველ ნახევარში კურსის განხორციელება დაგეგმილია ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში.
უკან |