
1 მაისს, ბსუ-ს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურმა, პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრში (ლეონიძის ქ. N15), დასაქმებული პერსონალისთვის და პროფესიული სტუდენტებისთვის ჩაატარა შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟი, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის სწავლება და საგანგებო ვითარებაში პერსონალის და პროფესიული სტუდენტების მოქმედების (შენობიდან ევაკუაციის და საევაკუაციო პუნქტზე შეკრების) გავარჯიშება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებზე, საგანგებო ვითარებაში მოქმედების წესებსა და შენობიდან ევაკუაციის პროცედურებზე. ინსტრუქტაჟის შემდეგ გაიმართა ევაკუაციის პრაქტიკული სწავლება - შენობიდან ორგანიზებულად გასვლა და საევაკუაციო პუნქტზე შეკრება.
უკან |