პროფესიული განათლება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს ულოცავს სტუდენტობას და უსურვებს წარმატებულ, საინტერესო, ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას!
 
ბსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 15 ნოემბრიდან 21 ნოემბრის   ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი:  პრაქტიკოსი ექთანი; ფარმაცევტის თანაშემწე (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II კორპუსი,  ოთახი №323);
  • ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ვებ პროგრამისტი; ვებინტერფეისის დიზაინერი; ვებინტერფეისის დეველოპერი; კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №211);
  • განათლების ფაკულტეტი: ბაგა ბაღის აღმზრდელი პედაგოგი; (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, I კორპუსი, ოთახი №49);
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: ბუღალტერ - ტექნიკოსი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №414);
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:  ბიბლიოთეკარი; კორესპონდენტი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №518);
  • ტურიზმის ფაკულტეტი: სარესტორნო საქმისმწარმოებელი (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №404; საერთო საცხოვრებლის შენობა);
  • ტექნოლოგიურ ფაკულტეტი: არქიტექტორ-ტექნიკოსი; ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს შემკეთებელი; მეფუტკრე; მშენებლობის მწარმოებელი  (მისამართი: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. №12, ოთახი №103);
რეგისტრაციისათვის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
 
  • ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად); 
  • ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი მოწმობის (ატესტატის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • გ) ფოტოსურათი 2 ცალი (3x4), ასევე სურათის ელექტრონული ვერსია (СD დისკი);
  • დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ჩარიცხვის ბრძანება გამოიცემა 2017 წლის 22 ნოემბერს!
 
სასწავლო პროცესი დაიწყება 2017 წლის 27 ნოემბერს! 
 
  შედეგები

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა