![გადიდება სურათი](https://bsu.ge/text_images/ge_pic_9924_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებულ ფოტო-ვიდეო სტუდიაში საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ 2016-2018 წლებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო ფილმები: „ელიას ციხე“, ოცნების ქალაქი“, „ხინოს მონასტერი“, „შეჭირვებული ტურისტი“, „აჭარული ხაჭაპური“ და „სიყვარულის კოშკი სვანეთში“. ღონისძიების დასასრულს, ფილმებით წარმოდგენილ თემატიკაზე დისკუსია გაიმართა.
უკან |