15 მაისი 2018 წელი

ბსუ-ს პროექტის „უნივერსიტეტი - სკოლისთვის“ ეგიდით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ირმა ბაგრატიონმა სკოლა-ლიცეუმის „მასტერ-კლასის“ მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „რა არის ეთიკა? რა არის ეტიკეტი?“. მომხსენებელმა განიხილა ეთიკისა და ეტიკეტის, როგორც სპეციფიკური ცოდნის, დარგების არსობრივი თავისებურებანი, მათი ურთიერთმიმართების საკითხები და აქტუალურ შე-კ¬ი¬თხვებს უპასუხა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და კაბინეტ-ლაბორატორიებს. ღონისძიების დასასრულს, სკოლა-ლიცეუმის „მასტერ-კლასის“ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.