21 მაისი 2018 წელი

ერაზმუს+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ალკალას უნივერსიტეტის პროფესორმა ჰექტორ ბრიოსომ 14-19 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტის ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის I-IV კურსის და მაგისტრატურის ევროპეისტიკის სპეციალობის I კურსის სტუდენტებისათვის ამერიკული ლიტერატურის საკითხებზე ლექციები ჩაატარა. პროფესორმა წაიკითხა 8-საათიანი კურსი ვლადიმერ ნაბოკოვის, კურტ ვონეგუტის, სოლ ბელოუს, ჯონ აპდაიკის და 20 საუკუნის სხვა გამოჩენილ ამერიკელ მწერლებზე.