24 მაისი 2018 წელი
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით „შემოქმედებითი წერის“ (Creative writing) კონკურსი გაიმართა. კონკურსში როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა - ანა ვარშანიძემ, თამთა სალიძემ, ნინო მახაძემ, ზეინაბ საღინაძემ, მარიამ ნაკაიძემ, ნესტან კოჩალიძემ, - გაიმარჯვეს, გამარჯვებულთა დაჯილდოება თბილისში, ამერიკულ აკადემიაში შედგა. სტუდენტებს სერტიფიკატები მწერალმა დავით ტურაშვილმა გადასცა.