21 მაისი 2018 წელი
19 მაისს თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში ჩატარდა IV ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომელიც მიეძღვნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა მარიკა გამახარიამ (ხელმძღვანელი პროფ. ლ. ზაქარაძე) და თათია დავითაძემ (ხელმძღვანელი პროფ. მ. გიორგაძემ).