ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვიზიტი ჩინეთის რესპუბლიკაში

სურათი

13 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ბსუ-ს ოფიციალური დელეგაციის წევრი მარინა გიორგაძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის  საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხთა მრჩევლის მიწვევით იმყოფებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ პეკინში. პროფესორმა მარინა გიორგაძემ ჩინური ენის საერთაშორისო კოლეჯში (BICC-Beijing International Chinese College) მონაწილეობა მიიღო ჩინური ენისა და კულტურის სემინარში. სემინარის პროგრამით გათვალისწინებული იყო ლექციები ჩინურ ენასა და კულტურაში, ასევე ჩინეთის ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში მოეწყო საინტერესო ექსკურსიები ჩინეთის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, პეკინსა და შენჯენში. შედგა საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან.
პეკინის ჩინური ენის საერთაშორისო კოლეჯი (BICC-Beijing International Chinese College) უმაღლესი განათლების აღიარებული ცენტრია (დაარსდა 2005 წელს), რომელიც ზრუნავს ჩინური ენის გავრცელებასა და კონფუცის კლასების გახსნაზე სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში.
შემოდგომაზე იგეგმება პეკინის საერთაშორისო კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოსა და ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც უკვე 2 წელია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ისწავლება ჩინური ენა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა