15 ივნისი 2018 წელი
ბსუ-ს პროექტის „უნივერსიტეტი - სკოლისთვის“ ეგიდით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა ირმა ბაგრატიონმა ბათუმის სკოლა-ლიცეუმი „მასტერ-კლასის“ მეათე და მეთერთმეტე კლასების მოსწავლეებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „ვეფხისტყაოსნის“ ესთეტიკა. მომხსენებელმა განიხილა რუსთველოლოგიის წინაშე მდგარი ტრადიციული აქსიოლოგიური პრობლემები და „ვეფხისტყაოსნის“, როგორც მხატვრული ქმნილების, გრძნობად-ემოციური სამყაროს კლასიკური, ეპოქალური ღირებულებების არაორდინარული კვლევის ჰიპოთეზები.
ლექციის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკურსი „ვეფხისტყაოსნის“ პოპულარული ილუსტრაციების ესთეტიკური კრიტერიუმებით შეფასების შესახებ. ასისტენტ პროფესორმა ირმა ბაგრატიონმა შეკითხვებს უპასუხა და მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა მიხაი ზიჩისა და ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციებით დასურათებული „ვეფხისტყაოსნის“ ახალი ფერადი გამოცემა.