22 ივნისი 2018 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ცირა ბარბაქაძის პირველი ტვიტერატურული კრებულის - „ყველაფერი (თ)ამაშია“ წარდგენა გაიმართა. წიგნში თანამდროვე პოსტმოდერნის - თამაშის ენაზე შესრულებული პოეტის ენობრივი თამაშებია მოცემული. ღონისძიების ფარგლებში წიგნის ავტორმა საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „რა არის ტვიტერატურა?“ და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ლექციის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს.