ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს ΙV ევროპულ კამპუსში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პუატიეს (საფრანგეთი) უნივერსიტეტების თანამშრომლობის ფარგლებში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და სხვადასხვა ფაკულტეტის ფრანგულენოვანმა  23-მა სტუდენტმა ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების ორგანიზებით, მონაწილეობა მიიღეს ΙV ევროპულ კამპუსში. ტრენინგები და ლექციათა კურსი მიმდინარეობდა 2018 წლის 18 ივნისიდან 30 ივნისამდე და მოიცავდა ორ ძირითად მიმართულებას. პროფესორ-მასწავლებლები გაეცნენ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: ინოვაციური მეთოდოლოგიების განსაზღვრა, უახლესი გამოცემის ფრანგული სახელმძღვანელოების განხილვა და დისტანციური/ონლაინ მეთოდების დანერგვა ფრანგული ენის სწავლა-სწავლების პროცესში, სწავლების თანამედროვე ტენდეციები და შეფასების პრობლემები.

სტუდენტებისთვის განსაზღვრული იყო შემდეგი საკითხები: ენა, თარგმანი და ინტერკულტურული მედიაციები, ფრანგული ენის პრაქტიკული კურსი. საზაფხულო კამპუსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

ტრენინგები მოიცავდა  შემდეგ საკითხებს:

  • კორპუსის როლი და ადგილი პედაგოგიური მასალების შედგენაში;
  • პრესის გამოყენება/ავთენტური მასალები;
  • ფონეტიკა / წარმოთქმის კორექცია (მეთოდები);
  • ციფრული სიახლეების გავლენა სწავლების პროცესზე;
  • სწავლების სტრატეგიები და ა.შ.

ევროპული კამპუსი ბსუ-სა და პუატიეს უნივერსიტეტებს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა დააფინანსა ასისტენტ პროფესორი თამილა დავითაძე, ინგლისური და ფრანგული ფილოლოგიის 12 სტუდენტი, საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა დააფინანსა განათლების ფაკულტეტის ასისტ. პროფესორი ნათია აბაშიძე და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე დინარა ფაღავა, ხოლო აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ახალგაზრდულმა განყოფილებამ ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის ფრანგულენოვანი  12 სტუდენტი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა