17 სექტემბერი 2018 წელი

ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს 8-15 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ ბიალისტოკის უნივერსიტეტში ფრაზეოლოგიისა და პარემიოლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის „ევროფრაზის“ კონფერენციაში „ფრაზეოლოგიზმების რეპროდუქციულობა და მათი სტრუქტურული, ფუნქციონალური და კულტურული ასპექტები“. პროფესორმა ნატალი სურგულაძემ სესიაზე მოხსენება წარადგინა თემაზე: „კონცეპტი „ძაღლი“ ფრანგულ და ქართულ იდიომებში“, პროფესორმა ირინა გოშხეთელიანმა - „სომატური კომპონენტი როგორც იდიომის მთავარი მახასიათებელი“, პროფესორმა ნანა სტამბოლიშვილმა - „ფერების სიმბოლიკა გერმანულ და ქართულ ფრაზეოლოგიზმებში“ და ასოცირებულმა პროფესორმა ნინო დვალიძემ - „იდიომატური პროპაგანდა პლაკატებში“.
პროფესორები ნატალია სურგულაძე, ირინე გოშხეთელიანი, ნანა სტამბოლიშვილი 8 წელია „ევროფრაზის“ ორგანიზაციის წევრები არიან. საზოგადოება ორ წელიწადში ერთხელ ატარებს კონფერენციას ლინგვისტიკაში, რომელშიც მონაწილეობენ ცნობილი ლინგვისტები გერმანიიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, დანიიდან, ნორვეგიიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან და სხვა ქვეყნებიდან.